ახალი ამბები

2016-12-09 

სსე-ის მენეჯმენტის ვიზიტი უკრაინაში

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული ასოციაციის (USEA) და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით,უკრაინის დედაქალაქ კიევში, უკრაინისა და საქართველოს სისტემური ოპერატორების „უკრენერგო“-სა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქართულმა მხარემ უკრაინელ კოლეგებს ბოლო წლებში კომპანიაში განხორციელებული რეფორმების, აუქციონების წესების, განვითარების ათწლიანი გეგმის, ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის დანერგვის შესახებ გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ის ფაქტორი, რომ ჩვენი გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია უკრაინული მხარისთვის, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მიიწევს წინ და დღეისათვის ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ მთავარ ენერგეტიკულ სუბიექტს წარმოადგენს“ – განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

GSE Management visit to Ukraine

კომუნიკაცია