შილდა ჰესის მშენებლობა დასრულდა
“შილდა ჰესის” მშენებლობა მდინარე ჩელთზე, ყვარლის რაიონში დასრულებულია. კომპანიამ „ენერგია“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 5,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„შილდა ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია და წლიურად 30 მლნ. კვ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც კახეთის რეგიონის ენერგომომარაგებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
შილდის მცირე ჰესი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მეშვეობით სოფელ შილდაში არსებულ ქვესადგურს უკავშირდება, რომლის რეაბილიტაცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ განახორციელა – დააპროექტა და დაახლოებით, 1 თვეში 11 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზი ააშენა. ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა შილდას ქვესადგურშიც, სადაც მოძველებული ელექტრომოწყობილობები ახლით შეიცვალა.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა, დაახლოებით, 350 ათასი ლარი.