2014-10-02
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია მონტენეგროს და ყაზახეთს ესტუმრა
6-9 სექტემბერს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე – სულხან ზუმბურიძე, ზურაბ ეზუგბაია, ზურაბ ბესელია და ლევან ლომინაძე საქმიანი ვიზიტით მონტენეგროს დედაქალაქს – პოდგორიცას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მნიშვნელოვანი შეხვედრები კომპანიების „CRNOGORSKI ELEKTROPRENOSNI SISTEM AD“-ს და „COORDINATED AUCTION“ -ის ხელმძღვანელობასთან. პირველი კომპანია წარმოადგენს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ანალოგს მონტენეგროში, რომლის საკუთრებაში შედის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები. მეორე კომპანიის საშუალებით კი აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება. კომპანიის ვებ-გვერდზე კეთდება განაცხადი, თუ რა მოცულობის ელექტროენერგიის გაყიდვა სურს ამა თუ იმ ქვეყანას და აუქციონის საფუძველზე ხორციელდება აღნიშნული მოცულობის ელექტროენერგიის ტრანსფერი.
„შევხვდით ჩვენს კოლეგებს, გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, ვისაუბრეთ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე. საქმიანი შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის რეჟიმში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავსი პროექტი ჩვენს ქვეყანაშიც განხორციელდეს. არსებობს დიდი თეორიული შანსი, რომ ჩვენ გავხდეთ ამ ელექტროენერგიის გამტარი და მოვახდინოთ ექსპორტი მოსაზღვრე ქვეყნებში“ – აღნიშნა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ – ბატონმა სულხან ზუმბურიძემ.
10-14 სექტემბერს ყირგიზეთის დედაქალაქ – ბიშკეკში, დსთ-ის და ბალტიის ქვეყნების ენერგოსისტემების ერთობლივი მუშაობის მაკოორდინირებელ კომისიაში (КОТК) შემავალი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ქვეყნების
წარმომადგენლები, წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და უცხოელ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მმართველთა საბჭოს წევრები: უჩა
უჩანეიშვილი, ზურაბ ეზუგბაია და ზურაბ ბესელია, დამკვირვებლის სტატუსით იყო ჩასული.
„ჩატარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, შედგა მჭიდრო პროფესიული კავშირები დსთ-ის და ბალტიის ქვეყნების ენერგოსისტემების ტექნიკური ოპერტორებთან, რაც ქვეყნის ენერგეტიკისთვის ნამდვილად წინ
გადადგმული ნაბიჯია“ – განაცხადა მმართველთა საბჭოს წევრმა ბატონმა უჩა უჩანეიშვილმა.