ახალი ამბები

2016-07-26 

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – საუკეთესო პარტნიორი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ინფორმაციის მომწოდებელ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად დაასახელა და საუკეთესო თანამშრომლობისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემების წარმოება და საქსტატთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიისთვის. სწორედ ამისთვის შეიქმნა სპეციალური სტრუქტურული ერთეული – ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტი მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას.

JSC “Georgian State Electrosystem” – The Best Partner

კომუნიკაცია