2013-12-05
სსე–ის კუთვნილ 10 ქვესადგურში მეორადი კომუტაციის მოწყობილობების რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს
ამერიკულ კომპანია „SEL”-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ 10 ქვესადგურში მეორადი კომუტაციის მოწყობილობების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
ხელშეკრულების თანახმად, მოწყობილობები დეკემბრის ბოლოს შემოვა და პროექტის საპილოტე ვერსია ქუთაისისა და გლდანის ქვესადგურების დაცვისა და მართვის ციფრულ მართვაზე გადასვლით დაიწყება. შემდგომში, მეორადი კომუტაციის მოწყობილობების რეაბილიტაციის პროექტი თანმიმდევრულად განხორციელდება: წყალტუბოს, ბათუმის, მენჯის, ზუგდიდის, ხაშურის, გორის, მარნეულის და რუსთავის ქვესადგურებშიც.
ერთი ტიპის მოწყობილობა, რომელიც ათივე ქვესადგურში დამონტაჟდება, მნიშვნელოვნად გააიოლებს დაცვის და მართვის პროცესს.აღნიშნული პროექტის დასრულება 2015 წლის დასასრულს იგეგმება.