ახალი ამბები

2016-10-07 

სსე-მ სტუდენტთა ახალი ნაკადი მიიღო

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში, ელექტროენერგეტიკის პროგრამის სრულ კურსს სტუდენტთა კიდევ ერთი ახალი ნაკადი გაივლის.

სტუდენტებს პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობების კურსი ერთი წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ. თითოეული სემესტრი მოიცავს 10 კვირას და როგორც შუალედურ, ასევე დასკვნით გამოცდებს. სტაჟირებას 19 ახალგაზრდა გაივლის.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ახალგაზრდა სპეციალისტთა გადამზადების პროგრამა 2005 წლიდან ფუნქციონირებს. 2005 წლიდან დღემდე გადამზადება გაიარა სულ 180 ახალგაზრდამ, აქედან 136 დასაქმდა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში, დანარჩენები კი სხვადასხვა ორგანიზაციებში.

New Stream of Students In GSE Training Center1New Stream of Students In GSE Training Center2New Stream of Students In GSE Training Center3New Stream of Students In GSE Training Center4

კომუნიკაცია