2014-05-02
ინფორმაცია ზედა დონის ესკაა სისტემასთან თავსებადობისა და დაკავშირებულობის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოქვეყნდა ინფორმაცია:
ა) ზედა დონის ესკაა სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დადასტურებულად თავსებადი მრიცხველების ჩამონათვალი, მრიცხველების ტიპის/მოდიფიკაციის მითითებით; გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობის მიზნით, გთხოვთ, მიყვეთ შემდეგ ბმულს.
ბ) მონაცემები კვალიფიციური საწარმოების საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე აღრიცხვის კვანძების ზედა დონის ესკაა სისტემასთან ჩართულობის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას კვალიფიციური საწარმოების აღრიცხვის კვანძების საერთო რაოდენობის, ზედა დონის ესკაა სისტემასთან თავსებადი,მასში ჩართული და ასევე ზედა დონის ესკაა სისტემასთან არათავსებადი აღრიცხვის კვანძების რაოდენობების შესახებ, ასევე ინფორმაციას დაკავშირებაზე პასუხისმგებელი მხარეების შესახებ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ 411 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად; გამოქვეყნებული ინფორმაციის გაცნობის მიზნით, გთხოვთ, მიყვეთ შემდეგ ბმულს.
მოვუწოდებთ კვალიფიციურ საწარმოებს დროულად გაეცნონ ზემოთ აღნიშნულ გამოქვეყნებულ ინფორმაციას და დაგეგმონ ღონისძიებები მათი სათანადო აღრიცხვის წერტილების ზედა დონის ესკაა სისტემაში/სისტემასთან ჩართვის/დაკავშირების უზრუნველსაყოფად.
გამოქვეყნებული ინფორმაცია განახლდება სათანადო კვალიფიციური საწარმოების ფაქტობრივი პროგრესის შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) მზად არის გაუწიოს სათანადო კონსულტაცია კვალიფიციურ საწარმოებს, მაძიებლებს და სხვა დაიტერესებულ პირებს საჭიროებისამებრ.
სსე-ს მხრიდან კვალიფიციური საწარმოების მიერ კუთვნილი აღრიცხვის კვანძების ზედა დონის ესკაა სისტემაში ჩართვის/დაკავშირების საკითხებზე, აგრეთვე მაძიებლების და კვალიფიციური საწარმოების კუთვნილი აღრიცხვის კვანძების „ზედა დონის ესკაა სისტემაში“ ჩართვის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტის მიღება/გაცემის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ სსე-ს თანამშრომელს – დავით დგებუაძეს (ქალაქის ტელეფონი: +995 0 322 510 397; მობილური ტელეფონი: +995 577 10 40 28; E-mail: david.dgebuadze@gse.com.ge).