2013-07-26
კახეთში ახალი სადისპეტჩერო გაიხსნება
თელავში სადისპეტჩეროს რეაბილიტაციის უნიკალური პროექტი მიმდინარეობს. ეს იქნება თანამედრო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სადისპეტჩერო, რომელიც ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას უზრუნველყოფს, კერძოდ პრაქტიკულად რეალურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ხაზების და ტრანსფორმატორების ჩართვა-გამორთვის შესახებ, რაც მკვეთრად შეამცირებს საავარიო სიტუაციების რისკს.
პროექტი ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან და SCADA–ს ჯგუფთან ერთად ხორციელდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, კახეთის ქსელში არსებული ყველა ქვესადგური (83 ქვესადგური) GPRS-ის და მობილური ოპერატორების საშუალებით დაუკავშირდება ერთმანეთს. აღნიშნული ქვესადგურებიდან ამომრთველების ჩართვა–გამორთვის სიგნალი შემოვა კახეთის სადისპეტჩეროში.
მოწყობილობები უკვე შემოტანილია, უახლოეს მომავალში დაიწყება მონტაჟი და აგვისტოს ბოლომდე სადისპეტჩეროს მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდება.