2013-04-23
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ის თანამშრომლებმა საკუთარი სისხლი გაიღეს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად
13 აპრილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში სისხლის ჩაბარების აქცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მედიცინის პროგრესის გამო ძალიან დიდი მოთხოვნილებაა დონორის სისხლზე. დონორის სისხლის გარეშე ვერ ჩატარდება ურთულესი ოპერაციები გულზე, ტვინზე, ღვიძლზე, თირკმელსა და სხვა ორგანოებზე.
შპს „მედინვესტ ჯორჯიას საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის“ მიერ კომპანიაში გამოიგზავნა სამედიცინო ბრიგადა, რომელიც ადგილზე, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ოთახში მოემსახურა ელექტროსისტემის თანამშრომლებს. “უამრავი ადამიანის, ბავშვისა თუ მოზარდის სიცოცხლის გადარჩენა სწორედ დონორის სისხლის საშუალებით ხორციელდება. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა სიცოცხლის გადარჩენის აქციაში”, განაცხადა ”საქარათველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ.
გადაწყვეტილებას – „გახდი დონორი“ გზას უნათებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევა:
„ჭეშმარიტად ქველმოქმედია ის, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებს საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისთვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც კი დიდი მადლია ღვთის წინაშე, მით უმეტეს, დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი“.