2016-06-01
ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი
დღეს, 31 მაისს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დუგლას ბოლიმ ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტი გახსნეს. სამიტის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა და ელექტროენერგიით ვაჭრობასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
სამიტში მონაწილეობა მიიღო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში სასისტემო მომსახურების დანერგვის საკითხებსა და
სასისტემო სერვისების კონცეფციის მომზადებაში სსე-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ. სამიტზე ასევე განხილულ იქნა დამხმარე მომსახურების ყველა ტიპი, რომელთა დანერგვაც სჭირდება საქართველოს, ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის და იმედიანობის გასაზრდელად, დანაკარგების შესყიდვის მექანიზმის გასაუმჯობესებლად და ასევე, ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოსაყალიბებლად.
სასისტემო მომსახურება ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ინვესტიციის მოზიდვას და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხისა და იმედიანობის გაზრდას.
