ახალი ამბები

2015-03-14 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

Presentation of 10 Year Development Plan Held at the technical University of Georgia1Presentation of 10 Year Development Plan Held at the technical University of Georgia2

13 მარტს, 14:00 საათზე, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციული შენობის III სართულის საკონფერენციო დარბაზში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველმა, სულხან ზუმბურიძემ საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა.

ათწლიანი გეგმის მიზანია, განავითაროს ქვეყნის ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტური ელექტროგადამცემი სისტემა, რომელიც ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობას და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას, ენერგოსისტემის ნებისმიერი ელემენტის დაზიანების მიუხედავად უზრუნველყოფს.

შეხვედრას დაესწრნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს საინჟინრო აკადემიის და ენერგეტიკის აკადემიის წევრები.

კომუნიკაცია