დავით ტეტუნაშვილი

დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი ფინანსურ საკითხებში
დავით ტეტუნაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად ფინანსურ საკითხებში 2023 წელს დაინიშნა. 2022-დან 2023 წლამდე იყო ფინანსურ საკითხებში სსე-ის დირექტორის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი.
მას აქვს სხვადასხვა მმართველ თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
2017-2022 წლებში შპს „საქართველოს მელიორაციაში“ იკავებდა კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობას. 2012-2017 წლებში იყო ამერიკული კომპანია CH2M Hill-ის საქართველოს ფილიალის ბუღალტერი. 2010-2012 წლებში - ნავთობის კომპანია „გრეკოს“ ფინანსური დირექტორი. 2009-2010 წლებში დავითი მუშაობდა შპს „გრავიტა ჯორჯიას“ ფინანსურ მენეჯერად. 2006-2009 წლებში იყო შპს „საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს“ ფინანსური დირექტორი, 1998-2001 და 2003-2006 წლებში - გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მთავარი ბუღალტერი.
ადრეულ პერიოდში, მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ასისტენტად პოლონეთში (კომპანია S.A. VARITEX) და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის ასისტენტად გერმანიაში (Europrojekt Verkehr Gesellschaft fur Ingenierleistungen im Verkehrswesen mbH). 2001-2002 წლებში იყო სს „ტრანსმშენი“-ს №2 ფილიალის ფინანსური დირექტორი.
დავითს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. არის საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა კავშირის მიერ მინიჭებული აქვს CERMA-ს და FIRST INITIATIVE-ის სერტიფიკატები ფინანსურ მენეჯმენტში, დაზღვევასა და ფინანსურ აღრიცხვაში.