დირექტორთა საბჭო

გიორგი გელაშვილი

Giorgi Gelashvili

დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი შესყიდვებისა და ლოგისტიკის საკითხებში

გიორგი გელაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად შესყიდვებისა და ლოგისტიკის საკითხებში დაინიშნა 2022 წელს.

გიორგი 2020-2022 წლებში იყო სსე-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი, 2019-2020 წლებში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მრჩეველი, ხოლო 2014-2019 წლებში იკავებდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს წევრის პოზიციას. 2013-2014 წლებში იყო შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2012-2013 წლებში შპს „მონოლით ჯგუფში“ იკავებდა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას, შესყიდვების მიმართულებით. 2011-2012 წლებში იყო შპს „ლისი ჰორიზონტის“ ლოგისტიკის მენეჯერი. ასევე 2005-2010 წლებში, შესყიდვების და ლოგისტიკის მიმართულებით, მუშაობდა შპს „სანდიკოსა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტში.

გიორგის დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ქ. ათენში გავლილი აქვს მენეჯმენტის ერთწლიანი სასწავლო კურსი.