დირექტორთა საბჭო

ლაშა ხმიადაშვილი

Lasha Khmiadashvili_410x248.jpg

გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე / დირექტორთა საბჭოს წევრი / დირექტორი პროექტების მართვის საკითხებში

ლაშა ხმიადაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ / დირექტორად პროექტების მართვის საკითხებში დაინიშნა 2023 წელს.

ლაშას აქვს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2022-2023 წლებში იყო შპს „ემ ცე ბაუქიმიას“ გენერალური დირექტორი, 2020-2023 წლებში - შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, 2019-2020 წლებში - შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილე, 2014-2019 წლებში - „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ელექტრომექანიკური სამსახურის უფროსი.

იგი, სხვადასხვა პერიოდში, მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროებში. ლაშას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა ევროპის საბჭოს/ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) სტრატეგიული დაგეგმვის პროგრამის მენეჯერად, გაეროს პროექტის „ევრაზიული სატრანსპორტო კავშირების განვითარება“ წარმომადგენლად საქართველოში, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) სამთავრობოთაშორისო კომისიის ეროვნულ მდივნად საქართველოში.

ლაშას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი კათედრა. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი. გავლილი აქვს „ეკონომიკის კურსი ინჟინრებისათვის“ დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის მეტროპოლიტან უნივერსიტეტში, ასევე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მიერ ორგანიზებული „საზღვაო პორტების სტრატეგიული მართვის“ და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) სახელმწიფო პოლიტიკის ცოდნის კურსები.