სამეთვალყურეო საბჭო
ეკატერინა შავგულიძე
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ეკატერინა შავგულიძე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2021 წელს.
ეკატერინა შავგულიძეს აქვს მმართველობითი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად არის „იპაკ იული ბანკის“ (უზბეკეთი) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი და კორპორაციული მართვის, ნომინირების და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარე. 2013-2020 წლებში იყო „საქართველოს კაპიტალის“ და „საქართველოს ბანკის“ პორტფელური კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოების წევრი (მათ შორის, საფინანსო, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, განახლებადი ენერგიის, კომუნალური, უძრავი ქონებისა და ჰორეკა სექტორები).
2017-2021 წლებში იყო „საქართველოს კაპიტალის“ პარტნიორი, ხელმძღვანელობდა საინვესტიციო მიმართულებას მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე და ასევე, იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის მრჩეველი. 2014-2018 წლებში იყო „საქართველოს ბანკის“ პარტნიორი, სადაც ხელმძღვანელობდა ბიზნესის განვითარების, კაპიტალის მოზიდვის და ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულებებს. 2011-2013 წლებში ხელმძღვანელობდა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ქსელის შექმნას და განვითარებას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება: 2009-2011 წლებში მუშაობდა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ში ასოცირებულ ფინანსურ დირექტორად (ბელგია, ყაზახეთი).
ეკატერინა შავგულიძე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს პენსილვანიის უნივერსიტეტის ვორტონის ბიზნესის სკოლიდან, ფინანსებისა და მეწარმეობის განხრით. ასევე არის იესემ-თბილისის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული.