სამეთვალყურეო საბჭო
იორგ მათიესი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
იორგ მათიესი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2021 წელს.
იორგს აქვს 25 წელზე მეტი მაღალი მმართველობითი დონის გამოცდილება. საქმიანობდა უმაღლეს აღმასრულებელ თანამდებობებზე, მათ შორის სამეთვალყურეო და აღმასრულებელ საბჭოებში, ისეთ ქვეყნებში, როგორიცა საქართველო, გერმანია, ბელგია და რუსეთი, ენერგეტიკის, კომუნალურ, საკონსულტაციო/საინჟინრო, სამთო მოპოვების, მასპინძლობის, უძრავი ქონების, ლოგისტიკის, ღვინის წარმოების და სხვა სექტორებში.
იორგ მათიესი არის Château Mosmieri Group-ის დამფუძნებელი, მფლობელი და მმართველი დირექტორი. 2017 წლიდან დღემდე არის IM Engineering Eurasia-ს თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2019-2020 წლებში მოღვაწეობდა Askangel Alliance Georgia-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. 2015-2017 წლებში იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2009-2013 წლებში იორგი მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე GWP - Georgian Water and Power-ში და დირექტორთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე GGU - Georgia Global Utilities-ში.
იორგ მათიესს დამთავრებული აქვს ვარვიკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (UK). ასევე, მას მინიჭებული აქვს ფილოსოფიის დოქტორისა და მაგისტრის ხარისხები ეკონომიკაში პეტერბურგის უნივერსიტეტის მიერ.