სამეთვალყურეო საბჭო
მიხეილ როინიშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
მიხეილ როინიშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2024 წელს.
მიხეილს აქვს მმართველობითი მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
2022-2024 წლებში იყო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორის მრჩეველი. 2021-2022 წლებში ეკავა ამავე კომპანიის სამხრეთის ქსელის მენეჯერის მოადგილის პოზიცია.
2020-2021 წლებში შპს „ენერგოტრანსში“ იკავებდა დირექტორის მოადგილის, 2016-2019 წლებში კი სს „კაპიტალ ბანკის“ შესაბამისობის დირექტორის თანამდებობას.
2008-2016 წლებში იყო სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ უფროსი.
მიხეილ როინიშვილი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, სახალხო ბანკის სოციალური პროგრამების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
მიხეილ როინიშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მინიჭებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები.