სამეთვალყურეო საბჭო
თორნიკე ყაზარაშვილი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
თორნიკე ყაზარაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2023 წელს.
თორნიკეს აქვს ენერგეტიკის სფეროში მმართველობითი საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2020-2023 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 2017-2020 წლებში იკავებდა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 2016-2020 წლებში მუშაობდა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. 2017-2020 წლებში იყო შპს „ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
2014-2018 წლებში თორნიკე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“: იყო კონტრაქტორებთან ურთიერთობის მენეჯერი, პროექტების განვითარების კომიტეტის წევრი, პროექტების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დირექტორის მოადგილე/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
თორნიკე ყაზარაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა. მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროექტების მენეჯმენტის სპეციალიზაციით.