სამეთვალყურეო საბჭო
ზურაბ ბექაია
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ზურაბ ბექაია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა 2021 წელს.
ზურაბს აქვს მმართველობითი, იურიდიული და დიპლომატიური მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან დღემდე არის შპს „აგრიფარმინგის“ დამფუძნებელი და დირექტორი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. სხვადასხვა წელს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში: ეუთოს კოსოვოს სავერიფიკაციო მისია; ეუთოს მისია კოსოვოში. აღნიშნული მისიების ფარგლებში, ეკავა დემოკრატიზაციის ოფიცრისა და საველე ოფისის უფროსის თანამდებობები.
2014-2018 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში, ხოლო 2013-2014 წლებში ეკავა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის პოზიცია კვიპროსის რესპუბლიკაში.
ზურაბ ბექაიას აქვს ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება: 2010-2013 წლებში იყო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეგულირების, გარემოს დაცვისა და აბონენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2007–2010 წლებში ეკავა ამავე კომპანიის სამართლებრივი ექსპერტიზის სამსახურის უფროსის თანამდებობა; ხოლო 2005-2007 წლებში გახლდათ სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” სამართლებრივი ექსპერტიზის სამსახურის უფროსი.
2002-2005 წლებში ზურაბი იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში;
1994–2002 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მოღვაწეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე; ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს პირველი მდივანი; მეორე ევროპული დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი.
ზურაბ ბექაიას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.