შვილობილი კომპანიები
სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ არის სს ,,საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ (ს/ნ 404589432) 25% წილის მფლობელი. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ოპერირების საქმიანობას და ფლობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემულ დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიას.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ასევე არის რუმინეთში, ქ. ბუქარესტში რეგისტრირებული GECO POWER COMPANY – GREEN ENERGY CORRIDOR POWER COMPANY LLC-ის 25% წილის მფლობელი. კომპანიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც მათ შორის ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებას.
