ახალი ამბები

2018-11-12 

სამუშაო შეხვედრები SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის პროგრამის (SCADA) განახლების პროექტი, რომელიც მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და ამ მიმართულებით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში, სსე-ს სათავო ოფისში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებისა და კონტრაქტორი კომპანიის SIEMENS წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებმა განიხილეს SCADA/EMS სისტემის ფუნქციონალური სპეციფიკაციები, AGC-ის განახლებული მოდელის კომბინაცია MMS სისტემასთან, ასევე მოდულებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და მონაცემთა მიგრაციის საკითხები.

დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის პროგრამის განახლების შედეგად, განახლებული აპარატურული მოწყობილობების საშუალებით შესაძლებელი გახდება მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლა და ეფექტური დისპეტჩირების უზრუნველყოფა.

scada-12.11.18-1-small.jpgscada-12.11.18-2-small.jpg

კომუნიკაცია