2018-08-14
სამუშაო შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის ფარგლებში
SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის ფარგლებში, კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ფუნქციური სპეციფიკაციების განხილვა, ქსელის ტოპოლოგიისა და კომპიუტერული აპარატურის კონფიგურაციის საკითხებისა და პროექტის დროის განრიგის შეთანხმება წარმოადგენდა.
ელექტრული ქსელის მზარდი განვითარების ფონზე, SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვის, მონიტორინგისა და დისტანციური მართვის თვალსაზრისით, რადგან განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურული მოწყობილობები უზრუნველყოფს მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლას და ეფექტურ დისპეტჩირებას.