ახალი ამბები

2019-06-25 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის სიმულაციის პლატფორმა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა დღით ადრე ელექტროენერგეტიკული ბაზრის სიმულაციის პლატფორმის სსე-სთვის უსასყიდლოდ გადაცემის აქტს მოაწერეს ხელი.

დღით ადრე ბაზრის სიმულაციის პლატფორმა ბაზრის მოდელირების საშუალებას იძლევა. პროგრამის ფუნქციონირების შემდგომ ეტაპზე, დაგეგმილია პოტენციური ბაზრის მონაწილეების ჩართვა. ამ ეტაპზე, გატესტილია პროგრამის ცალკეული მოდულები და განთავსებულია შესაბამის დომეინზე.

სიმულაციის პლატფორმის არსებობა საშუალებას იძლევა, ერთის მხრივ, განისაზღვროს ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებები და მეორეს მხრივ, ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რეალურ ელექტროენერგეტიკულ ბაზარში მონაწილეობამდე, გაიარონ წინასწარი მომზადება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი მოსამზადებელი კურსი, შემდგომ ეტაპზე განსაზღვრულია ბაზრის მონაწილეების შესაძლებლობების განვითარება.

USAID1JPGsmall (2).jpgUSAID1JPGsmall (1).jpgUSAID1JPGsmall (3).jpgUSAID1JPGsmall (4).jpgUSAID1JPGsmall (5).jpgUSAID1JPGsmall (6).jpg

კომუნიკაცია