ახალი ამბები

2022-10-17 

ეგხ-ზე „ახალციხე-ბათუმი“ სამუშაოები გრძელდება

„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალციხისა და ბათუმის ქვესადგურების დამაკავშირებელი 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

პროექტი მოიცავს დაახლოებით 145 კმ სიგრძის, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ახალციხიდან ბათუმის ქვესადგურამდე და ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც ბათუმი - შუახევის 52 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობდა, დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალციხე-შუახევის 94 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. ანძებისთვის მზადდება საძირკვლები, რის შემდეგაც დაიწყება სადენებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაჭიმვა. სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ენერგოსისტემისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხელი შეეწყობა აჭარის ტურისტულ ზონაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფას და გაიზრდება ექსპორტი თურქეთის მიმართულებით.

egx-ze-axalcixe-baTumi-samuSaoebi-grZeldeba-1-small.jpgegx-ze-axalcixe-baTumi-samuSaoebi-grZeldeba-2-small.jpgegx-ze-axalcixe-baTumi-samuSaoebi-grZeldeba-3-small.jpgegx-ze-axalcixe-baTumi-samuSaoebi-grZeldeba-4-small.jpg

კომუნიკაცია