ახალი ამბები

2018-01-18 

აზიის განვითარების ბანკის მისიის ვიზიტი სსე-ში

2018 წლის 17 იანვარს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისია ეწვია.

ვიზიტის მიზანს „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ დასრულების ანგარიშის მომზადება წარმოადგენდა. 2013-2016 წლებში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, სსე-მ განახორციელა ქვესადგურის „ხორგა-220“ მშენებლობა, ქ/ს „ქსანი-500“-ის რეკონსტრუქცია, ქ/ს „მარნეული-220“-ის გაფართოება 500 კვ ფრთით და ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლა ქ/ს-ში „მენჯი-220”. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სასისტემო გადაცემის მდგრადობა, საიმედოობა და საქართველოს ენერგოსისტემის სატრანზიტო როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ADB-ის მისია საქართველოში 26 იანვრის ჩათვლით დარჩება. ვიზიტის ფარგლებში, მისიის წარმომადგენლები შეხვდებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს.

კომუნიკაცია