ახალი ამბები

2018-07-30 

ელექტროგადამცემი ხაზი „იფარი“ სრულად არის რეაბილიტირებული

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ქვემო სვანეთისა და მესტიის რაიონების ქვესადგურებს და მისი ძირითადი მარშრუტი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე გადის. „იფარი“ სვანეთის ენერგომომარაგების უალტერნატივო წყაროს წარმოადგენს ელექტროგადამცემ ხაზ „ხუდონთან“ ერთად, რომლის სრული რეაბილიტაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ასევე 2018 წელს დაასრულა.

ელექტროგადამცემი ხაზის „იფარი“ გამართულ და საიმედო მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს სვანეთის რეგიონის ენერგომომარაგებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით, სწორედ ამიტომ, მიუხედავად რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ყველა რესურსი გამოიყენა, რომ რეაბილიტაციის პროცესი დათქმულ ვადებში განხორციელებულიყო.

ამ დროისათვის ხაზი სრულად არის რეაბილიტირებული.

ifari2.jpgifari1.jpgifari3.jpgifari4.jpg

კომუნიკაცია