ახალი ამბები

2018-04-19 

ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ქვემო სვანეთისა და მესტიის ქვესადგურებს და მისი ძირითადი მარშრუტი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე გადის. სადენების დაზიანება ძლიერი ყინვის შედეგად წარმოქმნილმა ყინულმოცვამ და ქარბუქის გამო ელექტროგადამცემ ხაზზე ჩამოწოლილმა დიდი მოცულობის თოვლის მასამ გამოიწვია.

რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამანქანო გზით სარგებლობა ივნისის შუა რიცხვებამდე არ არის შესაძლებელი, ამიტომ სამუშაო ბრიგადების გადაყვანა ხორციელდებოდა ყოველდღიურად, ვერტმფრენების მეშვეობით. სსე-ს თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ დაზიანება უმოკლეს დროში აღმოიფხვრა. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის გამართულ და საიმედო მუშაობას, დიდი მნიშვნელობა აქვს სვანეთში ტურიზმის განვითარების კუთხითაც. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მომხმარებლამდე ელექტროენერგიის მიწოდება ელექტროგადამცემი ხაზის „ხუდონი“ საშუალებით ხორციელდებოდა და ენერგომომარაგების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია.

rsz_ipari-1.jpgrsz_ipari-2.jpgrsz_ipari-3.jpgrsz_ipari-4.jpg

კომუნიკაცია