ახალი ამბები

2018-03-13 

Energy Community-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის სიმძლავრის განაწილების წესების პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community), საკონსულტაციო კომპანია Energy Institute Hrvoje Pozar-ის და სსე-ს წარმომადგენლები.

ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის სიმძლავრის განაწილების წესები იმ ახალი რეგულაციების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საქართველომ, როგორც Energy Community-ის სრულუფლებიანმა წევრმა, ენერგეტიკის დარგში მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროპულ რეგულაციებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და ფუნქციონირების საკითხები.

საქართველო Energy Community-ს წევრი 2017 წელს გახდა.

energy-community11.jpgenergy-community22.jpg

კომუნიკაცია