ახალი ამბები

2018-08-03 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს ეწვია

3 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს ეწვივნენ და სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სულხან ზუმბურიძესთან ერთად საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერეს. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში, ის პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც ხორციელდება SCADA-ს სისტემით. სტუმრებმა მოისმინეს სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.

„უახლოეს მომავალში ვიქნებით აბსოლუტურად უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ამასთან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებზეც, რომლებიც მიმართულია, როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობის შენარჩუნებისკენ, ასევე საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ.“ - განაცხადა სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

ministri1small (4).jpgministri1small (1).jpgministri1small (2).jpgministri1small (3).jpgrsz_ministri7_1.jpgrsz_ministri7_2.jpgrsz_ministri7_3.jpg

კომუნიკაცია