2018-06-19
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დელეგაციამ BSTP-ს ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დელეგაციამ უკრაინის დედაქალაქ კიევში, „შავი ზღვის გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროექტის“( BSTP) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ამერიკული ენერგეტიკული ასოციაციის USEA-ს და USAID-ის მხარდაჭერით გაიმართა და მასში საქართველოს, ბულგარეთის, მოლდოვას, სომხეთის, უკრაინისა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორი და მარეგულირებელი კომპანიები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ძაბვისა და რეაქტიული სიმძლავრის ანალიზის მიმდინარე შედეგები და გენერაციის ადეკვატურობის ანალიზის მეთოდოლოგია.
შეხვედრის ბოლოს განხილული იქნა პროექტის სამომავლო გეგმები და საჭიროებები.
„შავი ზღვის გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროექტის“ ფარგლებში, USAID-მა და USEA-იმ დახმარება გაუწიეს სსე-ს ენერგოსისტემის საინჟინრო მოდელირების პროგრამის შეძენაში. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით, განხორციელდა ენერგოსისტემის ტექნიკური შესაძლებლობების და გაძლიერების იდენტიფიკაციისათვის საჭირო ტრენინგების უზრუნველყოფა, რამაც განსაკუთრებული დახმარება გაუწია მონაწილე ოპერატორებს, მათ შორის სსე-ის თანამშრომლებს, კვალიფიკაციის ამაღლებაში.