ახალი ამბები

2018-05-29 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და TBEA Shenyang Transformer Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და ენერგეტიკული მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ჩინური კომპანიის TBEA Shenyang Transformer Group გენერალური მენეჯერის მოადგილემ სუნ იონგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, სამი ავტოტრანსფორმატორისა და სამი ძალოვანი ტრანსფორმატორის შესყიდვის შესახებ.

ტრანსფორმატორები სსე-ს კუთვნილ დიდუბის, გლდანის და ქუთაისის ქვესადგურებში დამონტაჟდება.

პროექტის განხორციელებით, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებლის დაკმაყოფილებას, გაიზრდება ქსელის საიმედოობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი.

პროექტის დასრულება 2019 წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

tbea1JPG.jpgtbea2JPG.jpg

კომუნიკაცია