2018-05-18
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ SUEZ-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს, ესპანური საკონსულტაციო/საინჟინრო კომპანიის SUEZ-ის, AIA-ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, AIA-ჯგუფის კონსულტანტმა სსე-ს თანამშრომლებს პროგრამა AGORA -ს პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც განიხილა ენერგეტიკული სისტემის აღდგენის, ძაბვის კოლაფსის პრევენციის, მონიტორინგისა და დარღვეული ლიმიტების აღმოფხვრის საკითხები.