2018-05-16
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტორებმა შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შიდა აუდიტორები არაბთაგაერთიანებულსაამიროებში, ქ. დუბაიში, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.
კონფერენციაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: შიდა აუდიტის საუკეთესო პრაქტიკები, მომავლის აუდიტირება - აუდიტორული ანალიზის გამოყენება სამომავლო რისკების განსაზღვრისთვის, ბიზნეს-უწყვეტობის გეგმის აუდიტი, ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენება შიდა აუდიტში, როგორ დავიცვათ თავი ციფრული და ხელოვნური ინტელექტის საშიშროებებისგან და ა.შ. სსე-ს შიდა აუდიტორებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგიურ სესიებსა და აუდიტორული აზროვნების განვითარების სავარჯიშოებში.
შიდა აუდიტორთა ინსტიტუტი მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო პროფესიული ასოციაციაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 180 000 აუდიტორს აერთიანებს და მის მიზანს შიდა აუდიტორების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა წარმოადგენს. აღნიშნული ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა ემსახურება შიდა აუდიტორთა პროფესიულ ზრდასა და ცოდნის მუდმივ განახლებას.
