ახალი ამბები

2018-05-23 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, უკრაინის სისტემური ოპერატორის „უკრენერგოს“ მიწვევით, ქალაქ ლვოვს ესტუმრა.

სამუშაო შეხვედრები უკრაინისა და საქართველოს სისტემურ ოპერატორებს შორის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით ჩატარდა.

ქართულმა მხარემ უკრაინელ კოლეგებს ბოლო წლებში კომპანიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. რეფორმები მოიცავს როგორც ქსელის, ასევე სისტემის მუშაობის გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაგეგმვის მიდგომებისა და მეთოდების შემუშავებას. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მიღწევები, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელთან (ENTSO-e) მიერთების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, სსე-ს დელეგაციამ მოინახულა 750 კვ-იანი ქვესადგური, თბოსადგური და ჰიდრომააკუმულირებელი სადგური.

rsz_ukraina1.jpgrsz_ukraina2.jpgrsz_ukraina3.jpgrsz_ukraina4.jpgrsz_ukraina5.jpgrsz_ukraina6.jpg

კომუნიკაცია