ახალი ამბები

2018-07-03 

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

გუშინ, 2 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება-1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

rsz_pikuri-moxmareba-small.jpg

კომუნიკაცია