2018-01-16
სამუშაო შეხვედრა პროგრამა EU4Energy-ს ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში პროგრამა EU4Energy-ს ფარგლებში, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების წესების პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები, ხორვატიული კომპანიის Energy Institute Hrvoje Pozar-ის კონსულტანტები, სსე-ს და სემეკის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთკავშირისა და მათ შორის არსებული სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ. განისაზღვრა ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების წესების ძირითადი მოთხოვნები, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პროექტის განხორციელების ვადები.