ახალი ამბები

2018-07-19 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციის ვიზიტი სერბეთში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, ესკოს, საქართველოს საბაჟოს და G4G-ს წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სერბეთის დედაქალაქს, ბელგრადს ესტუმრა.

სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები, ელექტროენერგიის განბაჟება სერბული მოდელის მიხედვით, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიით კონკურენტული ვაჭრობისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის საკითხები და ენერგეტიკულ და საბაჟო სექტორში მიმდინარე რეფორმები.

მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელია ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარების, ინფორმაციის მიმოცვლისა და ენერგეტიკული ურთიერთობების განმტკიცების მიზნით.

„ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებების საათობრივი ვაჭრობის დანერგვისთვის, აუცილებელია არსებული პრაქტიკისგან განსხვავებულ ანგარიშსწორებაზე და შესაბამის საბაჟო გაფორმების პროცედურებზე გადასვლა, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში დაინერგება ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ევროპული მოდელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგეტიკული მდგრადობისთვის“ - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.

rsz_37361168_930353757151501_4335088445232775168_o.jpg

კომუნიკაცია