2018-05-11
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს, SCADA-ს (Supervisory Control and Data Acquisition) სისტემის განახლების პროექტის დიზაინის ფაზის ფარგლებში, კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები: კლაუს ლიხთენვორთერი, კრის ჰეიდი და იან ჰულმანი ესტუმრნენ.
სამუშაო შეხვედრებზე, მხარეებმა განიხილეს დინამიკური ანალიზის მოდულის ფუნქციური სპეციფიკაცია და რესურსების ოპტიმიზაციისა და დაგეგმვის მოდულთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.
ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის (SCADA) განახლების პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს სსე-ის განვითარებისთვის. განახლებული აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფა გააუმჯობესებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო მართვის პროცესს.
SCADA-ს პროგრამის განახლების პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.