ახალი ამბები

2018-02-16 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა

დღეს, 16 თებერვალს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ასევე „გარდაბნის თბოსადგურის“, „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „ხრამჰესი-1“-ის, „შუახევიჰესის“ და „გაერთიანებული ენერგეტიკული კორპორაციის“ თანამშრომლებმა. სწავლების პროცესში, სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მოახდინეს იმიტირებული სასისტემო ავარიის აღმოფხვრა.

აღნიშნული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ემსახურება ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

27908340_833912180128993_8657469974759748079_o.jpg28061613_833912183462326_1676235531268248407_o.jpg28061608_833912186795659_6960997696115605870_o.jpg

კომუნიკაცია