2018-03-22
სემინარი საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან
2018 წლის 20-22 მარტს, ქ. ბორჯომში, კომპანია „ენერგოტრანსის“ ორგანიზებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით, გაიმართა სემინარი „მიღებული გამოცდილება“ (Lessons Learned) .
სემინარს დაესწრნენ: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ , „ენერგოტრანსის“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (KfW;EBRD) და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრებზე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებისას მიღებული გამოცდილება, იმსჯელეს სამშენებლო პროცესების უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვის თემებზე, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებზე, საერთაშორისო კონტრაქტების პირობებსა და მხარეთა პასუხისმგებლობაზე.