2018-03-02
SLR Consulting-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში"
2018 წლის 2 მარტს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, საკონსულტაციო კომპანია SLR Consulting-ის კონსულტანტებმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას „ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II-ის“ პრეზენტაცია გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების კუთხით წარუდგინეს. შეხვედრას დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
„ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშს კომპანია SLR Consulting-ი ამზადებს.