ახალი ამბები

2024-02-28 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შემეცნებით ტურს აგრძელებს

ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აგრძელებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონის სკოლების უფროსკლასელთათვის.

ამჯერად სსე-მ თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც ჯერ კომპანიის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, სადაც გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე, მოისმინეს ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ.

შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქვესადგური „ნავთლუღი 220“. კომპანიის თანამშრომლებმა უფროსკლასელებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ, საშუალება მისცეს, ჩართულიყვნენ ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში.

შემეცნებითი ტური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

sse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-1-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-2-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-3-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-4-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-5-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-6-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-7-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-8-small.jpgsse1-SemecnebiT-turs-agrZelebs-9-small.jpg

კომუნიკაცია