ახალი ამბები

2022-06-24 

სასისტემო ავარიული ვარჯიში

ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა. ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ასევე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგურის“, „ენგურჰესის“, „ხრამჰესი-1“-ის, „ვარციხე 2005“-ის, „საქართველოს გაერთიანებული კორპორაციის“, "გარდაბნის თბოსადგურის" და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა.
სწავლების პროცესში სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებმა და მორიგე-ოპერატიულმა პერსონალმა, სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს.
ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, დისპეტჩერების მომზადების დონის შემოწმებასა და ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის მეთოდების შესწავლას ემსახურება.


sasistemo-avariuli-varjishi-1-small.jpgsasistemo-avariuli-varjishi-2-small.jpgsasistemo-avariuli-varjishi-3-small.jpgsasistemo-avariuli-varjishi-4-small.jpg

კომუნიკაცია