ახალი ამბები

2018-08-23 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და KfW-ს შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

2018 წლის 23 აგვისტოს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლობის დირექტორმა ოლაფ ზიმელკამ ხელი მოაწერეს 460 000 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა. აღნიშნული გრანტი მოხმარდება KfW-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამატებით კვლევებს.

KfW-ს მიერ დაფინანსებული ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას. პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020-21 წწ. იგეგმება.

Webp.net-resizeimage.jpgWebp.net-resizeimage (2).jpg

კომუნიკაცია