2025-06-14
14 ივნისი - საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს დაბა ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს ეწვივნენ და 33 ბენეფიციარს, ტკბილეულთან ერთად, მათთვის სასურველი საჩუქრები გადასცეს.
სსე-მ კომპანიის სლოგანის „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“ შესაბამისად, ბედიანის პანსიონატის ეზოში გარე განათება დაამონტაჟა, რაც ბენეფიციარების და პერსონალის დიდი ხნის სურვილი იყო.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ცდილობს, იზრუნოს მოქალაქეთა იმ ჯგუფებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.









