ახალი ამბები

2018-10-17 

11-წლიანი მუშაობის შემაჯამებელი პრეზენტაცია

სულხან ზუმბურიძემ თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, სადაც კომპანიაში თერთმეტი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

სულხან ზუმბურიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ 2007 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: შემუშავდა საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, განმტკიცდა ენერგეტიკული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან, სსე იქცა ისეთ წარმატებულ კომპანიად, რომლისგანაც უცხოელი კოლეგები იღებდნენ კონსულტაციებს, კომპანიამ მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი, ფუნქციონირება დაიწყო სასწავლო ცენტრმა, ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მადლობას უხდის ბატონ სულხანს პროფესიონალიზმისა და თერთმეტწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში!

suixan-zumburidze-gamosamshvidobebeli-shexvedra-6-resaize.jpgsuixan-zumburidze-gamosamshvidobebeli-shexvedra-1-resaize.jpgsuixan-zumburidze-gamosamshvidobebeli-shexvedra-2-resaize.jpgsuixan-zumburidze-gamosamshvidobebeli-shexvedra-4-resaize.jpgsuixan-zumburidze-gamosamshvidobebeli-shexvedra-5-resaize.jpgsuixan-zumburidze-gamosamshvidobebeli-shexvedra-3-resaize.jpg

კომუნიკაცია