2018-06-22
CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი SEERC-ის წევრი გახდა
CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი უკრაინაში, ქ. კიევში ოფიციალურად გახდა CIGRE-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაერთიანების (SEERC) წევრი, ავსტრიის, იტალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, თურქეთის, უკრაინის, სერბეთის, რუმინეთის, ხორვატიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
ოფიციალური პროცესის შემდეგ, შედგა SEERC-ის ეგიდით გამართული რიგით მეორე რეგიონული კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ჩატარებული კვლევების ანგარიშები.
SEERC-ში გაწევრების შედეგად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები და ელექტროენერგეტიკულ სექტორში ჩართული ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ აღნიშნულ რეგიონში წარმოებულ მეცნიერულ კვლევებში, სადაც უკვე იგეგმება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გამოწვევების შესწავლა.