ახალი ამბები

2018-10-25 

IPS-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებისთვის სამუშაოებისა და აქტივების მართვის პროგრამის (WAM - Work & Assets Management) საბოლოო, მესამე ფაზის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, სსე-ს გერმანული კომპანიის IPS-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამუშაო შეხვედრები და ტრენინგ-სემინარები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, 29 ოქტომბრიდან კი მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანული კომპანია SIEMENS-ის და ფილიპინების ეროვნული ქსელის კორპორაციის NGCP-ის წარმომადგენლებიც, რომლებსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები გაუზიარებენ გამოცდილებას WAM-ის პროექტის მიმდინარე სტატუსისა და მისი დანერგვის კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ვიზიტი ქვესადგურში "გლდანი-220" და მცირე დიაგნოსტიკური სამუშაოების ადგილზე დემონსტრირება.

სამუშაოებისა და აქტივების მართვის პროგრამა ინერგება ძირითადი და დამხმარე ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სწორი, სწრაფი, ოპერატიული, ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების პროცესების მართვის განსახორციელებლად. მისი დანერგვის შემდეგ, შეიქმნება ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი აქტივების მონიტორინგს, მართვას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს სამუშაო პროცესს.

IPS-is-warmomadgenlebis-viziti-1-resize.jpgIPS-is-warmomadgenlebis-viziti-2-resize.jpg

კომუნიკაცია