ახალი ამბები

2018-07-12 

NEURC-ის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სემეკის, NEURC-ის (უკრაინის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია) და სსე-ს წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებს საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნეს, იმსჯელეს „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის“ მიხედვით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე.

ვიზიტის დასასრულს, NEURC-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი.

rsz_neurc-is-warmomadgenlebis-viziti-sse-si-1-small.jpgrsz_neurc-is-warmomadgenlebis-viziti-sse-si-2-small.jpgrsz_neurc-is-warmomadgenlebis-viziti-sse-si-3-small.jpg

კომუნიკაცია