2018-10-05
კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრანტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
დღეს, 5 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათ ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტებმა სსე-ის კუთვნილი ქვესადგური „დიდუბე-220“ მოინახულეს, ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია თითოეული ელექტრული დანადგარის ფუნქციისა და როლის შესახებ და ქვესადგურის ფუნქციონირების პრონციპებს გაეცნენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს ენერგეტიკის სფეროთი, გააცნოს კომპანია, მიმდინარე მასშტაბური პროექტები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა, რადგან ახალგაზრდა კადრების მოზიდვა სსე-სთვის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია.